“მაშინ კი ჯოჯოხეთი მეგონა თუთუნის საწყობში გაკეთებული სტუდია, სადაც ვანო და მე შეგვიშვეს, მაგრამ ბეტონის კედლებში შექმნილმა გადაცემებმა შექმნეს ამ არხის ისტორია ჩვენს, სხვა კოლეგებთან ერთად.
საწყობის კედელზე დაწერილი “ვანოს შოუ” უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის. ვერავინ და ვერაფერი. თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა იმიტომ რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირადღირებულმა ტექნიკამ და სტუდიებმა სადაც ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა :)) მაგრამ ეს სულაც არ გვიქმნიდა ბარიერებს.
მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა”.
წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქგვერდზე.