ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, კვირის ბოლოს კოვიდინფიცირებულებს, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს უკვე ეცოდინებათ როგორ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
თამარ ჟვანიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “შენი დილა” პირველად ისაუბრა იმ შეთავაზებაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის აქვს. საუბარია საარჩევნო უბნების გახსნაზე კოვდინფიცირებულებისა და საკარანტინე სივრცეში მყოფებისთვის, ასევე გადასატან ყუთზე მათთვის, ვინც თვითიზოლაციაშია:
ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, რომ ყველაფერი გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების უფლება. ჩვენი დღევანდელი შეთავაზება არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფიცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად, მათ ვინც ბინებში გადიან როგორც სამედიცინო მომსახურებას, შეიძლება ეს იყოს კოვიდინფიცირებული მსუბუქი ფორმით, მაგრამ თვითიზოლაციაშია, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთებით – ეს არის ჩვენი შეთავაზება” ამბობს თამარ ჟვანია.
ცესკოს- თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხს თავის ყველა დეტალით, საარჩევნო ადმინისტრაციაში სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკური პარტიებთან ერთად, დღეს განიხილავენ.
მსგავსი სტატიები
- 49
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 48
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 46
19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
- 41
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…