„საბავშვო ბაღში შეიძლება, ადამიანებმა ასე ითამაშონ“ – დავით უსუფაშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე

„თავისი რეზიდენციიდან პრემიერის რეზიდენციამდე არის დაახლოებით 15 წუთის სავალი, მიადგეს პრემიერ-მინისტრს და უთხრას, აი, მოვედი და გავარკვიოთ საკითხი“ – ასე ეხმაურება ,,ლელო“-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულებას.

უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი დამოკიდებულების პრაქტიკა საქართველოს უკვე გააჩნია და ეს კარგის მომტანი არ არის, ის ურჩევს სალომე ზურაბიშვილს სათქმელის არსებობის შემთხვევაში არა ტელევიზიით, არამედ პირადად ესაუბროს პრემიერს.

„როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყვნენ პრეზიდენტი და პრემიერი, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ამით ქვეყანა ზარალდებოდა. მათ შორის ელჩებთან დაკავშირებით, სტუმრებთან, კანონზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, თუ მათ შორის პრობლემაა, ვინმე არ თაობდეს ამ პრობლემის მოგვარებას.

პრეზიდენტი თუ თვლის, რომ ეს მოუთმენელი ვითარებაა, მას ვურჩევდი, ძალიან მოკლე მანძილია და ფეხით სიარული უყვარს, თავისი რეზიდენციიდან პრემიერის რეზიდენციამდე არის დაახლოებით 15 წუთის სავალი, მიადგეს პრემიერ-მინისტრს და უთხრას, აი, მივედი და გავარკვიოთ საკითხი, რადგან ქვეყანას სჭირდება. ტელევიზიით ლაპარაკი, იმას ეს გამომიგზავნა, მე ეს გავუგზავნე, მე მეგონა, რომ ის ამას ასე გაიგებდა, ვერ გაიგო, კარგი რა, საბავშვო ბაღში შეიძლება, ადამიანებმა ასე ითამაშონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share