ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს და წერს:
“ბიძინა დროებით მართლა წავა. ამასობაში კობახიძე იმისთანებს დაატრიალებს, მოვა ბიძინა და თავად “დაალაგებს” და მერე კიდევ “ცოტა ხნით” დარჩება.
არაფერი ისე არ უყვარს ბიძინას, როგორც კვანძების შექმნა და მერე თავად “გა-მხსნელის” როლის მორგება.
წერა რომ შეეძლოს, მშვენიერი დრამატურგი გამოვიდოდა ბიძინასგან.”- წერს გამზარდია.