საქართველოში რუსული სკოლები გაიხსნა. ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში უკვე რამდენიმე სასაწავლო დაწესებულება მოქმედებს. იქ ბავშვები კრემლის მიერ დამტკიცებული გეგმითა და მოსკოვში დაბეჭდილი წიგნებით ისწავლიან. რუსულ სკოლებს საქართველოში ავტორზაცია არ აქვთ, გამოდის კანონს არღვევენ.
ჩვენ რამდენიმე კვირის წინაც მოგიყევით სქულ ქლაბ ჯორჯიას შესახებ, როემლსაც ფილიალები თბილისსა და ბათუმში აქვს, მაგრამ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. დღეს კი,როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კომფორტის შექმნაზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა პროტესტი, განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მოკვლევა დაიწყეს.
მთავარი არხი