საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩოხატაურის ტყეში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
გუშინ მეხანძრე-მაშველებს ქრობის პროცესში მოსახლეობაც ეხმარებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქვემოთ არის საბანაო და შეიძლება, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ზემოხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით, ტყეს წაეკიდა.