ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, ევროპა ამისთვის მზადაა.
„ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მიერ გაზის იარაღად გამოყენებას. არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, ჩვენ ვთხოვთ რუსებს, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის”, – თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.