ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს. უცხოელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსთის კანდიდატის სტატუსზე უარი თქმა, ქვეყნის ხელისუფლებისთვის გამოსაღვიძებელი ზარი უნდა იყოს.
ის გამოწვევები, რასაც საქართველო აწყდება, ძალიან სერიოზულია. ერთ-ერთი ისაა, რომ ქართველ ხალხს არ დაუჭირეს მხარი შესულიყვნენ ევროკავშირში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯებს. ევროპარლამენტის განცხადება არის გამოსაღვიძებელი ზარი და ევროპარლამენტის ყველა პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მენიუ, რითაც უნდა აირჩიო, ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პუნქტია, ჩემი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. დეოლიგაქრიზაციას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუ ამ ყველაფერს საქართველო დაძლევს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წინ წავა. ჩვენ ვთლით, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშნელოვანია . ეს არის იმის გახსენება, რაც საქართელომ გადაიტანა 2008 წლიდან ამ დღემდე და გვაძლევს გაკვეთილებს, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვისწავლოთ. მნიშნელოვანია, დავიყოთ ჩვენი ვიზიტები აქედან იმის გასახსენებლად, თუ რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთალიანობისთვის. საქართველოს მხარდაჭერას ჩენ გავაგრძელებთ და საქართელო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, – განაცხადა დევიდ კრამერმა.