6 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის მიღებაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება.
ამავე პერიოდში პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – კვლავ ასარჩევია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები, ასევე ახალი სახალხო დამცველი.
გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს გენერალური პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას სთავაზობს. კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 5 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.