აშშ-ის ელჩმა რუსეთი დატოვა

აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსეთი დატოვა, რადგან მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა, – ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„სალივანის მემკვიდრის ჩამოსვლამდე აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეტ რუდი შეასრულებს“, – განმარტავენ საელჩოში.

ცნობისათვის, ჯონ სალივანი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share