ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო მიზნები ამ კონფლიქტში უნდა მოიცავდეს რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი “ტვიტერში“ წერს, რითაც ეხმიანება ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ უოლკერის განცხადებას, რომ რუსეთის “იმპერიალისტური ომები” მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა უკრაინაში, არამედ „ეს მოხდა საქართველოში“ და „არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია”.
მისი თქმით, მსოფლიო ახლა რუსეთის დასასრულის დასაწყისს ხედავს.
„მეჩვენება, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისს, როგორც ეს დღეს გამოიყურება. ამისათვის მზად უნდა იყოთ. ჩვენ მზად არ ვიყავით სსრკ-ს დასასრულისთვის“, – წერს ამერიკელი გენერალი.