ანა ფოგიტა: „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრზე კვლავ უარი ეთქვა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. შევხვდი სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარ გიორგი ჩალაძეს, რათა პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მათი სიმამაცითა და შემართებით“, – წერს ანა ფოგიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share