კოვიდის მართვას ვახერხებთ, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის-ცერცვაძე

ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. – ამის შესახებ პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რადიო “იმედთან” განაცხადა.

„ბოლო 4 თვის განმავლობაში არცერთი ავადმყოფი, ვინც პირველ 3 დღეში ჩაიტარა ტესტი, დაისვა დიაგნოზ და საჭიროების შემთხვევაში მიიღო „პაქსლოვიდი“, არცერთი არ დამძიმებულა და არცერთი არ გარდაცვლილა. ანუ, ჩვენ შევძელით მიგვეღწია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ კოვიდის მართვას ვახერხებთ ბოლო 5 თვეა, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 4 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა, რაც გრიპის ეპიდემიის დროს. მეტი გარდაცვალება კოვიდის დროს არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ-ავადმყოფების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცულია. არცერთი ავადმყოფი არ რჩება მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share