რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა საქართველოზე მოდს – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პალიტრანიუსის „დილის პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია ქვეყნის გრძლვადიანი სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართლებით.
„სეზონის განმავლობაში რუსეთიდან ექსპორტირებულია 488 ათასი ტონა ფქვილი, საიდანაც 138 ათასი ტონა უშუალოდ საქართველოს ბაზარზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ გაყიდული ყოველი მესამე ფქვილის ტომარა საქართველოს ბაზარზე მოდის. ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. ჩვენ ფაქტობრივად, რუსეთის მთლიანი ექსპორტის 28% გვიკავია.
დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ხორბალი და ფქვილი გარკვეულწილად საქართველოში ბალანსდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი გრძელვადიანი იყოს, რათა მსხვილმა წისქვილკომბინატებმა შეძლოს ოპერირების გაგრძელება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც დავსვამთ საკითხს, რომ მოცემულ ტენდეციას ყურადღება მიექცეს“, – აცხადებს ლევან სილაგავა.