დედამიწის ბრუნვის ტემპი აჩქარდა- რას ნიშნავს ეს

ვიცით, რომ საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს, მაგალითად დედამიწის ბრუნვას. ერთი შეხედვით, ეს პროცესი სტაბილურია და არ იცვლება, თუმცა, მეცნიერების თქმით, დედამიწა ბოლო დროს უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე ეს ოდესმე დაფიქსირებულა. დედამიწის ბრუნვა იმდენად აჩქარებულია, რომ შეიძლება წლიდან წამის ამოღება მოგვიწიოს.

დედამიწის ღერძის გარშემო ერთი ბრუნვა უდრის 24 საათს, საუბარია 86 400 წამზე. აჩქარებულმა ბრუნვამ შეიძლება ეს მოცემულობა შეცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება პირველად დაგვჭირდეს წლის წამის მოჭრა, რადგან დედამიწა უფრო სწრაფად ტრიალებს.

ატომური საათების გამოყენებით 2019 წლის 19 ივლისს ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა. საუბარია 1,4602 მილიწამის სხვაობაზე. რაც შეეხება წინა რეკორდს, ის 2005 წელს დაფიქსირდა.

ამასთან, მეცნიერები წინასწარმეტყველებენ, რომ 2021 წელი შეიძლება აღმოჩნდეს უმოკლესი ათწლეულების განმავლობაში. ამან შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ მუშაობაზე იმოქმედოს. ამიტომ მეცნიერები მოგვიწოდებენ დროის საზომი ატომურ სინქრონიზებულ საათებზე გადავიყვანოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აჩქარების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, ბოლომდე გაურკვეველია, არის ვარაუდი, რის მიხედვითაც, ამას შეიძლება კავშირი გლობალურ დათბობასთან ჰქონდეს. უშუალო მიზეზი კი მყინვარების დნობა შეიძლება იყოს, რის შედეგადაც პლანეტის მასის განაწილება ირღვევა.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    "ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, თეაშია, გიაშია..ყველგანაა და წავიდაო"!თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ…
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    "შედით, შებრძანდით და პარლამენტის ბუფეტში "ტვიქსი" იყიდეთ და გაიყავით ბიჭებმა"-მიმართვა ელისაშვილს და იოსელიანს"შედით, შოკოლადი "ტვიქსი იყიდეთ, გაიყავით პარლამენტში და შეჭამეთ - თაკო ჩარკვიანმა ამ სიტყვებით ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს მიმართა გადაცემა "მთავარ დებატებში", სადაც ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის თემას განიხილავდნენ: "ერთადერთი გამოსავალი ახლა არის პარლამენტში არ შესვლა, ბრძოლა ბოლომდე, რომ მოპარული არჩვნები დააბრუნოს. ახლა რაც შეეხება ალეკოს და ლევანს, მე მართლა…
    Tags: ეს, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    სტაროვერების სახლი სოფელ ნატანებში- ფოტოამბავისტაროვერების სახლი სოფელ ნატანებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
    Tags: საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    ახალი კვლევა: თუ საწოლიდან ადგომა გეზარებათ, ინტელექტუალი ხართთუ საწოლში ნებივრობა გიყვართ და ადგომა დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გაგახაროთ, რდგან, ახალი კვლევის თანახმად, ეს თქვენს ინტელექტზე და კრეატიულობაზე მეტყველებს.  მაღვიძარა თქვენნაირი ადამიანებისთვის არ გამოუგონიათ, თქვენმა ორგანიზმმა უკეთ იცის, როდის არის გაღვიძების დრო. თუ აიგნორებთ მაღვიძარას ხმას, გაღვიძებისთანავე საწოლიდან არ დგებით და იქცევით ისე, როგორც თქვენს ორგანიზმს სჭირდება,…
    Tags: უფრო, ახალი, ეს, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ამბები