ვადამდელი არჩევნების საკითხსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ნიკა მელიას განცხადებას ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე პასუხობს. თალაკვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა უკვე დახურულია.
“ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ მისთვის პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება თურმე და რაღაც უნდა მოასწროს. მე მინდა პირდაპირ გითხრათ ნიკა, რომ ეს ფანჯარა თქვენთვის უკვე დახურულია და თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და სწორედ ეს გაწუხებთ. შეხედეთ ჯანსაღ ოპოზიციას, პოლიტიკური პარტიები ამ პარლამენტში დადიან კარებით, კარები იღება ჩვეულებრივად, ასე რომ ფანჯრიდან ნუ ეცდებით ნურც პოლიტიკაში შემოსვლას და ნურც პოლიტიკიდან გასვლას”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგია წარადგინა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.