ბოტანიკოსი და „გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი რუსი გვსტუმრობს ბაღში, ყველა რუსი ალბათ არაა, უფრო სწორი ნათქვამი იქნება რუსულდ მოლაპარაკე (ან მე როგორ ვარჩიო დედალ-მამალი).
განსაკუთრებით ბოლო დროს გვთხოვენ ხეებს ბუჩქებს, ფერად ყვავილებს, ნერგებს, თესლებს. დიდი მონდომებით არჩევენ ვარდებს და სხვა მცენარეებს. ეძებენ საჩრდილობელ ხეებს, ისეთეს მალე რომ ექნება ჩრდილი.
ვუყურებ და ვფიქრობ, არ ჰგავს ეს ხალხი არც ტურისტს არც დამსვენებელს და არც დროებით აქ ჩამოსულს. ოცი დღით დასასვენებლად ჩამოსული კაცი, ქალი არ ეძებს საჩრდილობელ ხეს და ხეხილის ნერგს. მითუმეტეს არც ისე გულუბრყვილოს ჰგავს რომელიმე, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდეს წელს დარგული ბაღი, ორი, ზოგჯერ მეტი წლის შემდეგ მისცემს სასურველ შედეგს.
რამდენიმემ ლანდშაფტის პროექტიც მიჩვენა (თავისი თვისტომის მიერ დახატული, დაგეგმარებული) ზუსტად იციან რა უნდათ..
არვიცი, არვიცი, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს მაგრამ მე ჩემი ფიქრი და დარდი მაქვს..“ – წერს ზურა შევარდნაძე.