“ივანიშვილმა ამერიკის ელჩს მისცა წასვლის პირობა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ აშშ-ს ელჩს პოლიტიკიდან წასვლის პირობა მისცა. “რამდენიმე თვის წინ მასთან იყო ამერიკის ელჩი და ერთ-ერთი პირობა მაშინ ამერიკამ დაუწესა სანქციები პლოხოტნიუკს, მოლდოველ ოლიგარქს იყო, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. ამიტომ, ეს ამას დაპირდა ამერიკელებს, იმიტომ, რომ თავისი აქტივების ნაწილი აქვს ამერიკაში და ეშინია, რომ როგორც პლოხატნიუკს გაუყინეს ისე ამასაც არ გაუკეთონ. ეს დაპირება მან მისცა სადღაც, როგორც ვხვდები სექტემბრის თუ აგვისტოს თვეში და ეს ვიცი აბსოლუტურად ზუსტად, რომ ეს ასე იყო” – ამბობს სააკაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share