მე და სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, მაგრამ საუბარი, რომ ვერ ვიტან, შეურაცხმყოფელია მელია

”მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნისთვის, რასაც ისტორია შეაფასებს. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვართ მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ვერ ვერასდროს ვიქნებით, რაღაც მიზეზების გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, არ შეიძლება ბევრი გყავდეს და დარწმუნებული ვარ არც მას. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც ვიდრე გგონიათ. მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა, ჩემთვის არ შეიძლება იყოს, ასეთი კითხვა რომ საერთოდ დაისვა. ვერ ვიტანთ ერთმანეთს – ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის. ”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირებაა და მელია და სააკაშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share