ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსანი ნასვამ მდგომარეობაში ავარიაში მოყვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიის სამხედრო განყოფილების უფროსი, გელა ჭანუყვაძე, ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

გელა ჭანუყვაძე საკუთარი ავტომანქანით რუსთაველის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახება იმდენად სერიოზული იყო, რომ ორთავე ავტომანქანა გამოუსადეგარია.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას სიტყვიერი მითითებით (გელა ჭანუყვაძე ამ უკანასკნელის გარემოცვაა), ოზურგეთის პოლიციამ მომხდარი ფაქტი დამალა.

როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან , შეჯახების შემდეგ მანქანიდან გადმოყვანილი გელა ჭანუყვაძე ძალიან ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ჭანუყვაძემ რამდენიმე ადგილობრივს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,რის გამოც ადგილზე მასა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ადგილი ქონდა  შეხლა შემოხლასაც.

საბოლოოდ ჭანუყვაძე ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, დაზიანებული ავტომანქანა კი იქვე , ერთ- ერთი მაცხოვრებლის ეზოში საგულდაგულოდ  გადამალეს. მეტიც,როგორც გვეუბნებიან ,ოზურგეთის პოლიციის მაღალჩინოსნების ბრძანებითვე საპატრულო ეკიპაჟს ადგილზე რაიმე სახის საგამოძიებო ქმედებების განხორციელება აეკრძალა. დაზიანებული ავტომანქანის მფლობელმა( ჩვენ მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ)კი ,პოლიციისთვის  ოფიციალური მიმართვისგან გასაგები მიზეზების გამო თავი შეიკავა.

შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე გასულ კვირას მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share