პოლიციამ გურიაში მკვლელობის ჩამდენ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული რ.ჭ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს. განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, 236-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.