“ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან ფიგურები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ისტორია განსაზღვრეს. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედეთ გარშემო და პასუხი აშკარაა: პუტინი. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულ ნარატივს. დიახ, iPhone კვლავ ჩვენს ხელთ იქნება, თუმცა პეკინი და სინგაპური ჩვენთვის უფრო ახლოს გახდება, ვიდრე ლონდონი და რომი. ჩვენ, კბილების კრაჭუნით, მაინც დავიწყებთ მშობლიურის შენებას და Mc’Donalds და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჯონსონები და ზელენსკები, რომლებსაც ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს”
– წერს telergram-ზე პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.