სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც უკრაინაშია – ესაა ღია გზავნილი.
შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არ გახსნასთან დაკავშირებით.“ – ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.