კვლევითმა ცენტრმა PMCG ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშს მოჰყავს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის (UN DESA-ს) მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა – ქვეყნის მოსახლეობის 23%.
ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად 450 ათასი ადამიანით რუსეთი რჩება, რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). ორგანიზაციის კვლევის პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, 77%-ით, იტალიასა და სომხეთში, შესაბამისად – 60%-ითა და 47%-ით.
უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგ