“არ მიყვარს ისტერიკა, განსაკუთრებით საკუთარი” – სიმონიანი

არ მიყვარს ისტერიკა, განსაკუთრებით საკუთარი, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა “პატრიოტულ ბანაკში” რთული, მტკივნეული დავების და დისკუსიების მორიგი რაუნდია.

“გვინდა ახლა ჩვენი საზოგადოება ისტერიკამდე მივიყვანოთ? თუ გვინდა გავაერთიანოთ, რომ ეს ქვეწარმავალი ერთი მუშტით დავასრულოთ. მე ნამდვილად არ მიყვარს ისტერიკა და პირველ რიგში საკუთარი ისტერიკა. ახლა პატრიოტულ ბანაკში რთული, მტკივნეული დავების და დისკუსიების მორიგი რაუნდია. გახსოვდეთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს სახლში და გარდაუვალი გამარჯვება ამ მტერზე, ღვთის შემწეობით. რაც არ უნდა იყოს საჭირო, ჩვენ გვჯერა ამის”, – წერს სიმონიანი “ტელეგრამზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share