“ფაშინიანი ბოლო წლებში კუდს ატრიალებდა და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა” – კანდელაკი

ფაშინიანი ბოლო წლებში კუდს ატრიალებდა და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა “ტელეგრამში” დაწერა.

მისივე თქმით, სომხეთი არ უჭერს მხარს რუსეთს ისე, როგორც ნამდვილ მოკავშირეს შეეფერება.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სერიოზული გამწვავების ფონზე, ფაშინიანის მთავრობა აპირებს მიმართოს რუსეთს ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პირობების გასააქტიურებლად.

ამავდროულად, ფაშინიანი ბოლო წლებში ატრიალებდა კუდს და ისევე როგორც ბევრი მანამდე, და ორ სკამზე დაჯდომას ცდილობდა. ის არ უჭერს მხარს რუსეთს ისე, როგორც ნამდვილ მოკავშირეს შეეფერება, მაგრამ რეგულარულად მიმართავს დახმარების თხოვნით, როცა სერიოზულად ავიწროებენ.

ფაშინიანი საუბრობს თავისი ხალხის უსაფრთხოებაზე, რომელიც მხოლოდ რუსეთს აინტერესებს მსოფლიოში და რომელიც მხოლოდ რუსეთს შეუძლია უზრუნველყოს, როცა ეს მისთვის მოსახერხებელია. თუმცა ბრმაც კი ხედავს, რომ რუსეთის გარეშე ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იქნება”, – წერს კანდელაკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share