ლანჩხუთის “გურია” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველოს თასზე 1/8-ფინალის მატჩში “ზანა” “გურიამ” ანგარიშით 1:4 დაამარცხა. გუნდი პირველივე ტაიმში ამირან ალადაშვილმა (18) და ალექსანდრე სულაძემ (45+1) დააწინაურეს, მეორე ნახევარში კი გურულების უპირატესობა როინ ჩხაიძემ (76) გაზარდა.
აბაშელებმა 83-ე წუთზე დიმიტრი ვირუბოვის ავტოგოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „გურიამ“ კიდევ ერთი გაიტანა (ლაშა ახალაია, 90+8) და თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს.