როგორ ვიცოცხლოთ ძალიან დიდხანს და იაფი საშუალებით – მარინა ტოტოჩავა

როგორ იცოცხლო ძალიან დიდხანს და იაფი საშუალებით
წაიკითხე და გაიგე რეალობა, რომ მეტი იცოცხლო
როგორც ნიუტონი იტყოდა—–ყველაფერი გენიალური მარტივია. მაგრამ, ჩემი აზრით მარტივები რომ გენიალური და რეალური გახადო, ამისთვის დიდი ცოდნა და მდიდარი გამოცდილებაა საჭირო. მედიცინის მეცნიერება ყოველდღე იცვლება დ ვითარდება, ათასობით კვლევები მიმდინარეობს, რასაც ექიმები მუდმივად ვადევნებთ თვალყურს .მაგრამ, როგორც მედიცინის მსოფლიო ექსპერტები აღნიშნავენ, შესაცვლელი ჯერ კიდევ ბევრია. რადგან, სამყარო ბოლომდე ამოუცნობია. ამიტომ , ის რაც ამოცნობილია, აუცილებლად უნდა მოვახმაროთ ადამიანების ჯანმრთელობას. სიცოცხლის მარტივად გასახანგრძლივებელი სხვა გზებიც არსებობს. მაგრამ, დღეს მხოლოდ, ვისაუბრებ ნივთიერება -ბეტაინზე. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა, როგორც ვიცი ,ძალიან ბევრისთვის, მათ შორის ,როგორც რამდენიმე მაგალითი ვნახე, მედიცინაში მოღვაწისათვისაც სრულიად უცნობია. რეკომენდაციებში მიხსენებია მისი სხვადასხვა შტრიხი. Beta—–ლათინურად ჭარხალს ნიშნავს .ჭარხლის სამშობლო ინდოეთია. ყველა ქვეყნის, ყველა საუკუნის მედიცინის ისტორია და მკურნალობის ხელოვნება ზედმიწევნით შესწავლილი მაქვს. თავისი ყველა მედიკამენტით, სამკურნალო მცენარით, ხილით და ბოსტნეულით. უძველესი მსოფლიო მედიცინა ჭარხალს ისე ვე წარმატებით იყენებდა, როგორც დღევანდელი მსოფლიო ულტრათანამედროვე მედიცინის მეცნიერება. ხმელთაშუა ზღვის და ბაბილონის ქვეყნის ისტორიებში , აღწერილია მისგან მოხდენილი სასწაულები. ბაბილონის სამეფო ძველ შუამდინარეთში მდებარეობდა, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. მისი კულტურული და ეკონომიკური აღზევების პერიოდის მიმოხილვაში ნახავთ, ჭარხალზე სამედიცინო საოცრების მაგალითებს . ხოლო ძველი ბერძნები ჭ არხალს , ღმერთს სწირავდნენ, მისგან მიღებული სასწაული სასიცოცხლო შედეგების გამო. მინდა გამოვკვეთო ის სასწაულმოქმედი ნივთიერება, რომელიც ჭარხალშია და არა მარტო ჭარხალში. ჩემი მიზანი არის გაგაცნოთ——————— ბეტაინი. ყველაზე მაღალი რანგის ამერიკულ და ევროპულ მედიკამენტებსა და დანიშნულებებში ის ძალიან ხშირადაა. მეც დიდი ხანია ვიყენებ მის მედიკამენტოზურ ფორმას. მაღალი დონის დანიშნულებაში, მკურნალობის დროს, ბუნებრივია, რომ დაფიქსირდება. რადგან, მისი ნაკლებობა ან ცვლის სრული მოშლა , ბევრი მტანჯველი დაავადების დროსაა. მთელი ცხოვრება ვაკვირდები და ვაანალიზებ , რომელი დაავადების დროს რა არის დაცემული, რაა მომატებული ჭარბად და რისი ცვლაა დარღვეული. რაც უკვე ზუსტად მაქვს შესწავლილი, ყველა დაავადებაში. ამის შემდეგ ვაკვირდები, კონკრეტულად ამ პაციენტს, ინდივიდუალურად რა აქვს კიდევ დარღვეული. რადგან, ყველა ადამიანში ერთიდა იგივე დაავადება ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მისი გენეტიკის და ცხოვრების წესის გამო . გაოცდებით რომ ნახოთ, რამდენი დაავადების დროს არის ბეტაინი ან მომატებული ან დაკლებული ან მისი ცვლა სრულიად მოშლილი.
რა პროდუქტებშია ბეტაინი——-ჭარხალი, ხორბლის ქატო, კინოა, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი, საქონლის ხორცი, ნატურალურად გაზრდილი ქათამი და ინდაური. ინდაური ამიტომ ითვლება არისტოკრატულ საკვებად. კინოას იმიტომ ვნიშნავ საკვებად შაკიკით დაავადებულებში, რომ შაკიკის შეტევის დროს ბეტაინის ცვლა სრულიად მოშლილია. ისპანახის ღირებულებებზე ხშირად ვსაუბრობ. მის ღირსებებს უფრო მეტად ბეტაინი ქმნის. ხორბლის ქატო გასახდომ საშუალებად იმიტომ გახდა მნიშვნელოვანი, რომ მისი ეფექტი მთლიანად ბეტაინის კისერზეა. რას აკეთებენ ბეტაინის შემცველი ამერიკული და ევროპული მედიკამენტები, რომლებიც ჭარხლის ფესვზეა დამზადებული———–ებრძვიან დაბერებას, ხელს უწყობენ ჭარბი ქოლესტერინის დაქვეითებას; რეალურად აძლიერებენ სისხლძარღვების , არტერიების და ვენების კედლების დრეკადობას ; ხელს უშლიან არტერიების და ვენების სპაზმის განვითარებას ; ანმტკიცებენ გულის კუნთის ქსოვილის დრეკადობას; ა ქვეითებენ სტრესების მიმღებლობის ხარიხს. ასევე აკეთებენ უამრავ სასიცოცხლო შედეგებს. მაგალითად, ასტიმულირებენ ატეეფის და კრეატინის ცვლებს, რაც ორგანიზმს აძლევს სასიცოცხლო ენერგიას და იცავს კუნთური დამბლებისგან, სისძლძარღვების და არტერიების ჩაშლისგან. რაც თავისთავად გამორიცხავს ინფარქტებს და ინსულტებს .დაზიანებული ——-არტერიის ან ვენის ან სისხლძარღვის სპაზმი, ეს უკვე მწვავე შეტევაა და არც თუ იშვიათად ცუდად მთავრდება. თუ ბეტაინის ცვლა სრულ ნორმაშია, ცილების წარმოქმნა სწრაფად და ადექვატურად ხდება. ბეტაინის სწორი ცვლის ფარგლებში ცილა არ დაიშლება და ფერმენტები არ დაიბლოკება. ნებისმიერი დაავადების მთავარი ფიზიოლოგიური მექანიზმია ცილების დაშლა და ფერმენტების დაბლოკვა. თუ——ბურგერების, საცხობის ღვეზელების, პიცების, სუშის, შაურმის და მსგავსების მოყვარული ხართ, მაშინ თქვენი სისხლი და ღვიძლი ,სამყაროს ყველაზე მავნე, აგრესიული დამზიანებლების სამიზნეა. განსაკუთრებით ძლიერად კი მაშინ, როცა ბეტაინი ან დაკლებულია ან მისი ცვლაა დარღვეული.
ჰომოცისტეინზე რამდენიმეჯერ ვისაუბრე დეტალურად. ახლა მოკლედ ვიტყვი, მხოლოდ ბეტაინის ჭრილში. ჰომოცისტეინის დარღვევა რომ არ იყოს, არ იქნებოდა —–უეცარი სიკვდილი, ინფარქტი, ინსულტი, გულის სხვა დაავადებები, სტენტირების საჭიროება, ღვიძლის დიდი პრობლემები, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა; არტერიების, ვენების და სისხლძარღვების თრომბული პრობლემები და სხვა. ჰომოცისტეინის მავნეობის პიკია, მისი უსასტიკესი ბიოქიმიური ზეწოლა-არტერიების, ვენების და სისხლძარღვების კედლების დეგრადირებისთვის. რაც საუკეთესო ფონია თრომბული კონგლომერატების არტერიების კედლებზე კონცენტრირებისთვის. ჭარხლის მედიკამენტები და თავად ჭარხალი, თავგანწირულად იცავენ არტერიების და სისხლძარღვების კედლებს დაზიანებისგან. იცავენ როგორც გარე ზედაპირს გახეთქვისგან, ასევე შიგა ლორწოვანი გარსის ზედაპირებს, სადაც ძირითადად მიმდინარეობს ადამიანის ფიზიოლოგიური ისტორია, მილიონობით ბიოქიმიური რეაქციებით გამოხატული. თითოეული ეს ფაქტი უნიკალური, უახლესი ამერიკული და ე ვროპული გამოკვლევებით დასტურდება და ამაზე კვლევა- ძიება გრძელდება. როგორც ხშირად ავღნიშნავ, ლორწოვანი გარსები არის ის ანატომიური მიდამო ,სადაც რეალურად წყდება ადამიანის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა. რადგან, ყველა იმუნური რეაქცია აქ იბადება და მიმდინარეობს იმუნიტეტის შენება. ამიტომ ითვლება კიბოს სასიგნალოდ ,თანამედროვე მედიცინაში ის დაავადებები, რომლებიც უპირატესად, ლორწოვან გარსებში მიმდინარეობენ. მაგალითად——ქრონიკული რინიტი, ალერგიები, ეგზემა . ასევე ის სინდრომები და დაავადებები, რომლებიც, უპირატესად ლორწოვნი გარსების დაზიანებებით მიდიან—–ფილტვების ანთება, სახსრების და კუჭნაწლავის დაავადებები და სხვა. ამიტომ არის , რომ დაავადება გაციება ანუ მწვავე რესპირაციული დაავადება, ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელია მსოფლიო მედიცინის მიერ. რომელიც ტრამპლინია უამრავი დაავადების.
ჰომოცისტეინი, განსაკუთრებით , არტერიების, ვენების და სისხლძარღვების შიგა ლორწოვანი გარსების ზედაპირებს ებრძვის დასაზიანებლად და მათში თრომბების ჩაწოლის მთავარი მასპინძელია. ზოგადად, ქოლესტერინის სიჭარბე არ კლავს ადამიანს. ბევრ მსუქანს უცხოვრია მრავალი წელი. ჭარბი ქოლესტერინი მკვლელი მაშინ ხდება, როცა ჰომოცისტეინის ზეწოლით ,ჟანგვითი რეაქციები ფიზიოლოგიური რელსებიდან გადადის. ქრონიკულ ან რომელიმე მძიმე დაავადებას ვერასოდეს ვერ მოარჩენს ექიმი, თუ ფიზიოლოგიურად გაუკუღმართებული ჟანგვით ი რეაქციების შემობრუნებაზე არ იმუშავებს. მას ბევრი დრო და ეტაპი სჭირდება. ე ქიმის სამუშაო ზუსტი დანიშნულების გამოყვანამდე მართლაც ტიტანურია, რომელსაც პაციენტი საერთოდ ვერ ხედავს და ვერც აღიქვამს. მაგრამ, თითოეული დღე სწორი დანიშნულების ფარგლებში , სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს. გაუკუღმართებული ჟანგვითი რეაქციების ნორმაში დასაბრუნებლად, რამდენიმე ნივთიერება განსაკუთრებით იბრძვის. მათ შორის არის ბეტაინი. მაგრამ , მედიკამენტს მხოლოდ ექიმი ადგენს ,როდის სად და რამდენი. რაც შეეხება მაგალითად, ჭარხლის მიღებას, ეს ყოველთვის სასურველია. ჭარხლით მიღებული ბეტაინი სასწაულებს ახდენს ჯამრთელობის წინსვლაში. მაგრამ, თუ ადამიანს მიღებული ჭარხალი კუჭ-ნაწლავის დაჩქარებულ მოქმედებას ან დისკომფორტს შეუქმნის , მას იმუნური სისტემა ძალიან დაქვეითებული აქვს და ღვიძლი დაზიანებული. მაშინ მთლიანად მოშლილია ბეტაინის ცვლა . ეს ტესტია, რომ იმუნიტეტს და ღვიძლს უნდა უშველოთ. ჭარხლის მიღება ამ შემთხვევაშიც სასიკეთოა , ოღონდ ნაკლები დოზა , ექიმის ინდივიდუალური რეკომენდაციით უნდა შედგეს. ჭარხლისგან მიღებული ნაწლავური აშლილობის დროს ,დაზიანებული ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის გავლენით ხდება , ბეტაინის მუტანტური ფორმების გააქტიურება . რასაც ნარჩენი იმუნური სისტემა გარედ აძევებს. მუტანტური ფორმების გამოდევნება კარგია, მაგრამ იმუნიტეტი იხარჯება და ზარალდება.
ჰომოცისტეინის ვერაგობა იმაშიც გამოიხატება, რომ ანალიზურად ყოველთვის არ იკვეთება. მაგრამ მის დარღვევაზე უამრავი ჩივილი და პარამეტრი მიუთითებს.
ყველა ქრონიკული დაავადების დროს მეტაბოლიზმი მოშლილია. ჰომოცისტეინის ცვლის დარეგულირებას განსაკუთრებული აქცენტით უნდა დავაკვირდეთ ამ დაავადებების დროს——– სახსრები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის პრობლემები, კუჭ-ნაწლავი ,დიაბეტი, ფარისებრის პრობლემები. როგორც ბევრჯერ ვთქვი ,განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ჰომოცისტეინის მავნეობა თუ ის გენეტიკურია. სწორედ ამ კონკრეტულ ჩამონათვალშია—- უეცარი სიკვდილები, გულის დიდი ზომის ინფარქტები, აორტის ანევრიზმა, ქოლესტერინის გაქრონიკულებული სიჭარბეები ;ღვიძლის ბევრი ფუნქციის მოშლა და სხვა. მაგრამ, საშიში და ასაღელვებელი არაფერია. ყველაფერი რეგულირდება ბიოქიმიური ცვლების კონტროლით. ბიოლოგიის დოქტორი, ხანდაზმული , საუკეთესო პიროვნება ძალიან გონიერად დააკვირდა , როცა მას ქოლესტერნის სიჭარბეზე ვმკურნალობდი—— რომელ მომენტში შევიყვანე მკურნალობაში —–მეთიონინი. საერთოდ, საუკეთესო მედიკამენტების ჩამონათვალი სისულელე დარჩება, თუ არ იცი მექანიზმები, თუ არ აკონტროლებ ბიოქიმიური რეაქციების უგრძელეს მწკვრივებს . ანუ უნდა იცოდე, სად და როდის უნდა დაამატო კონკრეტული წამალი. ზოგიერთ ადამიანს ერთი კვირის წამებით უძილოდ გათენებული ღამეების შემდეგ, მექანიზმების გაკონტროლებით დანიშნულებას გამოუყვან. შემდეგ თუ ის ამ დანიშნულებაზე ,ინტერნეტში თავის მოწონებულ წამალს ან მეზობლის რჩევით არჩეულს დაიმატებს, არ უნდა ეწყინოს, რომ მკურნალობის შეწყვეტას შევთავაზებ. ექიმის დანიშნულების უკან დგას, მისი დიდი შრომა, დიდი განცდები,მუდმივი შიში , დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი რისკი და ქრონიკული სასამართლო. ვინც არაფერი იცის, ის არაფერს არ ერიდება და არც განიცდის. ხოლო გამოცდილი და მცოდნე ექიმები, ყოველ დანიშნულებაში დიდ ცოდნასთან ერთად, დიდ განცდებს დებენ. გამოცდილ და წესიერ ექიმებს ყველაზე მეტად , შრომის დაუნახავი ადამიანის განცდა აქვთ. რადგან, როგორც ძველები იტყოდნენ——კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
მეთიონინზე თქვენ უკვე იხილეთ აქ ჩემი ვრცელი სტატია. თუ მკურნალობის შესაბამის სტადიაზე შეიყვან მეთიონინს, რეაქციებზე დაკვირვებით, აქ ჩამოთვლილი დაავადებების დროს, განსაკუთრებით, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, ადამიანის ფიზიოლოგია , კერძოდ, განსაკუთრებით მოშლილი ჟანგვითი რეაქციები , სულ სხვა ,ბევრად უფრო ჯანსაღ პლათფორმაზე დაიწყებენ თანდათან გადმონაცვლებას. როგორც ხშირად ვამბობ, მაგალითად, სწორედ ჟანგვითი რეაქციების რთული მოშლით იტანჯებიან, აუტიზმის მქონე უნიჭიერესი ბავშვები .
ანუ თუ სწორ დროს შეიყვან მეთიონინს, დარღვეული ჟანგვითი რეაქციები გამოსწორებას იწყებენ. შედეგად, ტოქსიკური ნივთიერებების მიმღებლობაც გაძნელდება და მათი, ორგანიზმიდან გამოძევება უფრო დაჩქარდება. ღვიძლი ახალ სიცოცხლეს იგრძნობს. იმუნიტეტი მოიმატებს. ორგანოების ინვოლუცია და გადაგვარება უფრო შეჩერდება. თრომბირების პროცესი საკმაოდ შენელდება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ფიზიოლოგიური რგოლია, ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობის დროს. ადამიანში მიმდინარე უამრავ რეაქციებში ,რომლებიც უკიდურეს დისბალანსში არიან ქოლესტერინის სიჭარბის დროს, სწორად გადაწყვეტილი მედიკამენტი ,გაუკუღმართებული ჟანგვითი რეაქციების შემობრუნების დაწყებაა, რაც ადამიანისთვის მეტ სიცოცხლეს ნიშნავს. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ რეაქციებზე დაკვირვებით, რამდენ გასაოცარ საიდუმლოს ამოხსნი კონკრეტულ ადამიანში. ოღონდ ამას უნდა დააკვირდე ჩივილების და ანალიზების მიხედვით, დინამიკაში როგორ მიდის ბიოქიმიური რეაქციები. ვინც ბიოქიმია კარგად იცის და თქვენც ძალიან გაოცდებით რეაქციები რომ ნახოთ——————–როგორ ი დიდი ფიზიოლოგიური ოსტატობით ახდენს ბეტაინი———გააგრესიულებული , მკვლელი ჰომოცისტეინის გადაქცევას———ღვიძლის და საერთოდ მეტაბოლიზმის ერთ-ერთ ყველაზე მაცოცხლებელ ამინომჟავად———–მეთიონინად. შედეგად , ჰომოცისტეინის უკიდურეს ტოქსიკურ ეფექტებს აჩერებს. ეს არის უეცარი სიკვდილის თავიდან აცილების მთავარი საიდუმლოს, ერთი განსაკუთრებული მონაკვეთი. ამ დროს არამარტო უეცარი სიკვდილის აცილება ხდება. ჰომოცისტეინის მეთიონინამდე გადაქცევის რეაქციები თუ ფიზიოლოგიურ ჩარჩოში აღდგა და ასე გაგრძელდა, არავინ მოკვდება ———არც თრომბით ,არც გულით, არც ინსულტით, არც ანევრიზმით, არც უეცარი სიკვდილით . არა თუ სიკვდილი აცილდება ადამიანებს————-თრომბ ს ძალიან გაუჭირდება წარმოქმნა. ინფარქტით, ინსულტით , უეცარი სიკვდილით და ბევრი დაავადებით გარდაცვალების დროს , ამ ბოლო წინანადადებებში უმოკლესად განხილული მექანიზმი მთავარი წამყვანი მიზეზი იყო. თუ ჭარბ ქოლესტერინზე მკურნალობთ და მეთიონინზე და ბეტაინზე არ გესაუბრებიან , თქვენ არ დგახართ მკურნალობის სწორ გზაზე. ჯობს დროზე შეიცვალოთ კაბინეტი. სახსარიც არ იკურნება ,ბეტანის ცვლის აღდგენის გარეშე. ტოქსიკური ეფექტების 70 პროცენტში, კერძოდ ,როცა არის—–წნევა ან თავბრუხვევა ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა ან გულისრევა ან ღვიძლის დაზიანება ან შაკიკის ტკივილი ან თავის ტვინის დარღვევები ან გულის პრობლემა , ყოველთვის ბეტაინის ცვლის მოშლა მონაწილეობს. რამდენი ადამიანი გარდაცვლილა ნაადრევად, ჰომოცისტეინის პერმანენტული შხამით, იმის გამო, რომ ბეტაინის ან ნაკლებობა ან ცვლის მოშლა ჰქონდა და მისი დეგრადირებული ბეტაინი ვერ ახერხებდა ჰომოცისტეინის მავნეობის შეჩერებას. შეიძლება მკურნალობის შესაძლებლობა არ გქონდეთ ეკონომიკურად და ისეთი ექიმი ვერ ნახოთ, რომელიც ამ ცვლებს დაარეგულირებს, მაგრამ ჭარხლის მცირე რაოდენობის კვებაში ხშირად დანერგვა ,სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის რეალურ ქმედებას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ ამ ტექსტის შემდეგ, ნებისმიერი გონიერი იმას მაინც იზამს——- ვინეგრეტს ჭარხლის დამატების გარეშე არ გააკეთებს. ბეტაინის ნორმული ცვლის გარეშე, გულის კუნთი ჯანსაღად ვერ შენარჩუნდება და ადრე დაბერდება . ადამიანებს , გულის მწვავე უკმარისობის მაღალი ხარისხების დროს , რომლებსაც სტაციონარულად იზოპტინი და ასეთი პრეპარატები სჭირდებათ, ბეტაინის ცვლა ბოლომდე დაზიანებული აქვთ. თუნდაც პერიოდული ტაქიკარდია გქონდეს და ხან კორსიზი გჭირდებოდეს, რაც ჩვენში უკიდურესად ჭარბ გამოყენებაშია , რეალური მკურნალობის ნაცვლად, ეს ნიშნავს, რომ ————-ბეტიანის ცვლის ღრმა მოშლა გაქვს. გრაფიკულად, ბეტაინი არის ფორმულაშეცვლილი ამინომჟავა. ამინომჟავა ტაურინი, რომლის ნორმაში ყოფნას უნივერსალური სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სრულად არის ბეტაინში წარმოდგენილი. ტაურინზე რომ საუბრობ, ეს ნიშნავს რომ ბეტაინსაც გულისხმობ. ბეტაინი ამიტომაა გრანდიოზული მნიშვნელობის. რადგან ,ის აჩერებს იმ პროცესებს, რითაც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად კვდებიან ადამიანები. ბეტაინი ერთ-ერთი ის ფიზიოლოგიური საოცრებაა, რომელიც გონიერი ექიმის ხელით ნამდვილად აჩერებს სიკვდილს. ყველა ამინომჟავა და ყველა ნივთიერება სასიცოცხლოა. მაგრამ, ბეტაინის და ტაურინის ცვლების ნორმაში ყოფნა———-ეს გარანტია, რომ აიცილო ———-ანევრიზმა, ინსულტი, ინფარქტი, უეცარი სიკვდილი და საერთოდ ყველა ის დაავადება, რომლებსაც ავთვისებიანი თრომბოზული მექანიზმები აქვთ. რას აკეთებს ტაურინი————-მისი ნორმის გარეშე, ვერც ცხიმს დაწვავთ და წონაში ვერ დაიკლებთ , ასევე ვერც განლეულ კუნთს აღიდგენთ; აქტიური და ხალისიანი ვერ იქნებით. ტაურინი მეცნიერმა აღმოაჩინა და მიიღო ნაღვლის წვენიდან. ლათინურად ტაურინი ნიშნავს —კუროს ან ხარს. ტაურინი ვიტამინის მექანიზმის მსგავსი-სულფოამინომჟავაა. ადამიანში ის წარმოიქმნება მეთიონინის და ცისტეინისგან. მისით არის ძლიერი— ტვინის სიხლძარღვები, გულის კუნთი, ჩონჩხის ძვლები და კუნთები; არტერიები და ვენები, თირკმლები, თვალი. ხარივით ძლიერი ——-ტერმინი , ექიმებისგან წამოვიდა ძველთაგანვე. დღეს ამაში ტაურინის ცვლის ნორმა იგულისხმება. ტაურინის წარმოქმნაში მონაწილეობს ბე 6 ვიტამინი. თუ ბე 6 ან დაკლებულია ან პათოლოგიურად მომატებული, არც ტაურინის ცვლა იქნება ნორმაში და არც ბეტაინის. კალიუმის , მაგნიუმის, ნატრიუმის და კალციუმის მეტაბოლიზმის, ერთდროული მოშლა სიკვდილის მაუწყებელია. ეს რამდენიმეჯერ მექანიზმებით ავხსენი. ესაა რეანიმაციის სიგნალი, რომ ადამიანი ტერმინალურ მდგომარეობაშია. ამ მინერალების მეტაბოლიზმი, ტაურინის გარეშე ნორმაში ვერ იქნება. თავის ტვინში ტაურინი ნეიროტრანსმიტერის როლს ასრულებს .ის ყველა ტიპის მეტაბოლიზმში მთავარია. სისხლძარღვის, ვენის და არტერიის უჯრედის მემბრანებს ანმტკიცებს და გახეთქვისგან იცავს. შეშუპების მექანიზმი ,მარტო ამინომჟავების ხაზით რომ გავშიფროთ, იქ ყველაზე დიდი მიზეზი ტაურინის დარღვეული ცვლა აღმოჩნდება. არტერიები და ვენები მკვრივი ვერ იქნებიან ტაურინის გარეშე. მტკიცეა ტაურინი და ბეტაინი?———არ არის თრომბი. ტაურინის ცვლა და რიცხვიც რა მდგომარეობაში გაქვს, ამ დაავადებების დროს აუცილებლად უნდა იცოდე———დაუნის სინდრომის ბავშვი, დიაბეტი, ასთმა, აუტიზმი, ასთმური ბრონქიტი, ფქოდი ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; თრომბოზული და ვარიკოზული ვენები; მხედველობა და თვალის დაავადებები—-კატარაქტა და სხვები; ა რითმია, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები; შფოთი, სოკოვანი პროცესები, ტვინის , გულის, თირკმლების დაავადებები, წნევა და სხვა. ტაურინით და ბეტაინით უმტკიცესია სიხლძარღვები, ვენები და არტერიები. სისხლძარღვის და არტერიის მტკიცე კედელს, ვერც თრომბი მოერევა და ვერც ტოქსინები. ბუნებაში არ არსებობს კიბოთ დაავადებული——–ტაურინის და ბეტაინის ცვლა ბოლომდე დაზიანებული რომ არ ჰქონდეს. ბუნებრივად და გენეტიკურად მიღებული მათი ჯანმრთელი ცვლები იდეალურია. მაგრამ, თანამედროვე მედიცინაში ყველაფრის თანდათან გამოსწორება და აღდგენა შეიძლება.
ადამიანს არც წნევა ექნება და არც კუჭ-ნაწლავის და გულის დაავადებები———- კალიუმის ცვლა რომ ნორმაში იყოს. კალიუმის ზედაპირული ანალიზი, რაც ჩვენში კეთდება ,არ ნიშნავს მისი ცვლის გამოხატულებას. ბეტაინის ცვლა თუ ნორმის ფარგლებშია კალიუმის ცვლაც ნორმაში იქნება.
ასთმა, ალერგია, ანემია, სისხლის დაავადებები, არტერიები, გული, სისხლძარღვები, ქოლესტერინის სიჭარბე, ნაღვლის და ღვიძლის პრობლემა ,კუჭის მაღალი მჟავობა, სახსრების პრობლემა, ფარისებრის დარღვევები ,ქრონიკული რინიტი, ყურის ქრონიკული ინფექცია და სხვა კიდევ ბევრი დაავადება, არასოდეს მორჩება ბოლომდე, ბეტაინის ცვლის აღდგენის გარეშე. არაფერი არ მორჩება ბოლომდე, საერთოდ, არასწორი ჟანგვითი რეაქციების შეჩერების გარეშე. რისი მთავარი გარანტი, სხვა ასეთივე უნივერსალურ ნივთიერებებთან ერთად ბეტაინის სრულყოფილი ცვლაა. ბეტაინის მედიკამენტის მიღება ექიმის გარეშე სახიფათოა. ისევე როგორც, მაგალითად ნებისმიერი ვიტამინის მიღება, თუ არ იცი, რომ ეს ვიტამინი დაქვეითებული გაქვს. ბეტაინის სწორი ცვლა მთავარი მტერია მაღალი წნევის ჩამოყალიბების. თირკმლის დამცავ ნივთიერებებში ის გამორჩეულია. ჭ არხალში არსებული ბეტაინი იწვევს ფერმენტების აქტივაციას. ნაღვლის ბუშტით მოავადე ადამიანებს ,ფერმენტების მუშაობა უკიდურესად შეზღუდული აქვთ. უკიდურესი შეკრულობის დროს , როცა პანკრეასის კისტური ფიბროზის პიკია და ადამიანი სწორ ნაწლავში გაჭედებული ფეკალიით იტანჯება, ჭარხლის მიღება აუცილებელი დამხმარეა. ასევე ნებისმიერი ტიპის ყაბზობის დროს. ჭარხალი სწრაფად იწვევს ფერმენტების აქტივაციას. ამ ეკოლოგიურად არაჯანსაღ ეპოქაში, ადამიანებს ბევრი ფერმენტის დეფიციტი ან შეზღუდვა აქვთ. ბურგერული ტიპის ფასტფუდები ,მით უმეტეს მიკრობებზე უკონტროლოდ მიტოვებულები, ფერმენტების ჯერ გაზარმაცებას, შემდეგ კი შეზღუდვას და ბოლოს სრულ განადგურებას იწვევენ.
ბეტაინი ფიზიოლოგიურად, კუჭის მჟავობის ბუნებრივი კომპონენტია. ომეპრაზოლების ქრონიკული გამოყენება მის ლიკვიდაციას იწვევს. თანამედროვე ამერიკული სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ბეტაინის ერთ-ერთი უდიდესი ფუნქციაა——–ბე 12 ვიტამინის, კალციუმის , ცილების და რკინის საკვებიდან შეწოვა და ორგანიზში გადატანა . ეს რომ გაცნობიერებული იყოს, ამდენი არასწორი დანიშნულება არ დაიწერებოდა. სამწუხაროდ რეალობაა——— ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების დასკვნით—–ექიმების 100 რეცეპტიდან 80 მდე არასწორი და შეუსაბამოა ადამიანის მდგომარეობასთან. არაექიმიც ზუსტად მიხვდება ბეტაინის გრანდიოზულ მნიშვნელობას. ანუ იღებ ხარისხიან საკვებს, მაგრამ ორგანიზმი თანდათან მაინც კვდება და იფიტება, ემართება სხვადასხვა დაავადება. რადგან, საკვებიდან მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა და ორგანოებთან კვების მიტანა ვერ ხდება, ბეტაინის ცვლის მოშლის გამო. დანაყრების იმიტაცია ხდება, მაგრამ ორგანიზმი შიმშილობს. ცნობილი ფაქტორია, რომ ყველაზე მეტად, მსუქანი ადამიანის ორგანიზმი შიმშილობს. ჭარბწონიან ადამიანებში მთავარი წამყვანი პათოლოგიური მექანიზმი ეს არის. ბეტაინის დარღვევის დროს ,მსუქნებში, ასევე კუჭ-ნაწლავით და ღვიძლით დაავადებულებში, საკვებით მათი ნივთიერებათა ცვლები კი არ იკვებება, არამედ მხოლოდ სუქდება კუნთი და ორგანოები . რადგან, ჯანსაღი ნივთიერებები ვერ შეიწოვება. ორგანოები სიჯანსაღეს თანდათან კარგავენ. ძირითადად, ბეტაინი და პეპსინი და კიდევ რამდენიმე უფრო მცირედ დამხმარე ფერმენტი ,შლიან საკვებს მცირე ნაწილებად და ახდენენ კუჭ -ნაწლავში შეწოვას. ბე 12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები უკიდურეს ზიანს აყენებენ ადამიანებს. მათ შორის არის კუჭ-ნაწლავის დაავადებები. თუ ბეტაინის ცვლა დაქვეითებულია, ბე12 ვიტამინის სრული ტრანსპორტირება ორგანოებამდე და მანამდე საკვებიდან მისი შეწოვა ვერ ხდება . ასევე ვერ ხდება—ცილის, კალციუმის , რკინის სრული შეწოვა და ორგანოებამდე მიტანა. ბე 12ის დაქვეითების დროს, ძალიან ხშირად არ ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ძირითადად ბეტაინია და ხდება ბე 12ით შევსება, რომელიც დროთა განმავლობაში ისევ დაქვეითდება. ადამიანების სიცოცხლისთვის , დროა უნდა მივხვდეთ უმარტივეს ჭეშმარიტებას——-რაღაც რომ ქვეითდება, მეორე რაღაც არის ამის მიზეზი და ის მეორე რაღაც—- უნდა ვეძებოთ. ბე 12 ის ჭარბი მატება, ნორმის ზევით ,ბეტაინის ცვლის და კიდევ რამდენიმე კომპონენტის, ბოლომდე მოშლაა და ამის გამო ღვიძლის , ღია ან ლატენტური დაზიანება. კალციუმის ცვლის მოშლით იწყება უამრავი სასიკვდილო დაავადება. კალციუმის მოშლილი ცვლა მთავარი დამნაშავე ხდება თრომბული მექანიზმების შექმნაში. თრომბი ყველაზე ხშირად , ერთმანეთთან შეწებებულ ერითროციტებსა და თრომბოციტებზე შემოხვეული კალციუმის გორგალია. ამიტომ, როცა ბეტაინის ცვლა მოშლილია, არასწორად შეწოვილი კალციუმი , ნივთიერებათა ცვლას კი ა რ ხმარდება, არამედ ორგანოებში ან სისხლძარღვებში ან არტერიებში ან ვენებში ჩაწვება. შედეგად ან თრომბი მიიღება ან გადაგვარებული არტერია. ემერტეზე, კალცინირებული არტერია უამრავ დასკვნაში მინახავს, რადგან ძალიან ძლიერი რადიოლოგები გვყავს ამ ქვეყანაში და მათი არსებობა მახარებს. მაგრამ, რადიოლოგის დასკვნა მღაღადებლის დაკარგულ ხმად დარჩება, თუ არ შეფასდება თერაპიულად— საფრთხეები. ხშირად ასეთ დასკვნებზე არ აღელვებულან, რაღაც დალექილ სიმარტივედ მიუჩნევიათ. კალცინირებული არტერია, არის გამოცხადებული სამზადისი ან ინსულტის ან სხვა მძიმე თრომბოზის გამოხატულების. მაგალითად, სტანდარტია მსოფლიო მედიცინაში ———მიტრალური სარქვლის კალცინირება ინსულტის ტრამპლინია. ღიღინით მოსული პაციენტი ამ სურათს რომ წარმოგიდგენს და ბევრგან უკვე უთხრეს———– ეს საერთოდ არაფერიაო, რამდენი ძალისხმევა უნდა დაგჭირდეს, გააგებინო, რომ საშიშროების წინაშე დგას. კალციუმის ნაკლებობა შლის ძვალს და სახსარს და იწვევს უამრავ მძიმე დაავადებას. კალციუმის მეტობა უამრავ მავნეობას იწვევს. როცა ჭკვიანი ექიმი ანალიზში მომატებულ კალციუმს დახედავს —— უპირველესად კიბოს დადგენას ან გამორიცხვას იწყებს. ეს სტანდარტია. კალციუმის და დე ვიტამინის ცვლა განსაკუთრებით იშლება ბეტაინის დარღვევისას. რამდენი ხორციც არ უნდა შეჭამოთ, თუ ბეტაინის ცვლის რეაქციები დარღვეულია ან ბეტაინის ნაკლებობაა, ცილების რიცხვი სულ დაქვეითებული გექნებათ და შესაბამისად ,ორგანიზმის კარი ღიაა უამრავი რთული დაავადებისთვის. რკინის, ჰემოგლობინის და საერთოდ სისხლის სიტემის უკიდურეს დაზიანებაში, ანემიების სხვადასხვა, მათ შორის უმძიმეს ფორმებში და სისხლის დაავადებებში , გადამწყვეტია ბეტაინის ცვლის მოშლა. თუ ბეტაინმა რკინა არ მიიტანა შესაბამის ადგილებამდე, როგორ იქნება სისხლის სისტემის მდგომარეობა ჯანსაღი. ბეტაინი ხომ, ჯერ საკვებიდან რკინის შეწოვას და შემდეგ ტრანსპორტირებას ახდენს შინაგან ორგანოებამდე. სისხლის ყველა დაავადების დროს ბეტაინის ცვლა ბოლომდე დარღვეულია. პარალელურად , მისი ცვლის აღდგენის გარეშე, შედეგი ძნელად დადგება, მიუხედავად ბევრი სამედიცინო ჩარევისა. უნდა დაიმახსოვროთ, ეს სასიცოცხლოა———თუ ბეტაინის ცვლა ჯანსაღი არ არის , ორგანოებამდე სრულყოფილად ვერ გადაიტანება ————ბე12, კალციუმი, ცილა და რკინა და ვერც შეიწოვება საკვებიდან. შესაბამისად, ორგანიზმი მშიერი და გამოფიტულია. მსუქანს ამიტომ შია ხშირად. ძალიან კნინობითი დონეა დაბალი ჰემოგლობინის მკურნალობა, თუ ბეტაინის ცვლას არ აწესრიგებ. რაღაც დროში ჰემოგლობინი ისევ დავარდება. ოდნავ დაწეული ჰემოგლობინის დროსაც კი, ჟან გვითი რეაქციები უკიდურესად არეულია და ადამიანის სიცოცხლე თანდათან იცრიცება. ამის სიგნალს ორგანიზმი ხშირად გაძლევს სხვადასხვა გამოფხიზლებით, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება ან წნევა და სხვა. როცა საუბარია და პრობლემა დგას ბე 12ის ან კალციუმის ან რკინის ან ცილის ——–უკვე გონებასუსტობად შეიძლება ჩაითვალოს მედიცინაში, თუ ამ დროს ბეტაინის ცვლას არ აწესრიგებ ფონად. ეს სადაც არ არის გათვალისწინებული, იქ მედიცინის სისუსტე კი არაა , არამედ უკვე მედიცინის დიდი უბედურებაა. რადგან, ბეტაინის ცვლის გაუთვალისწინებლობა უამრავ დაავადებებს იწვევს და აზიანებს ადამიანების სიცოცხლის ხარიხს. შანსს აძლევს თავისუფალი რადიკალების ჭარბად შემოსვლას და კიბოს პროვოცირებას. თუ ბეტაინის ცვლა მეტნაკლებად მოშლილია, ასევე გამოვლინდება შერჩევით, სხვადასხვა დაავადება. კიბოს დროს ბეტიანის ცვლა მკვდარია. თუმცა აღდგენას ყოველ თვის ექვემდებარება ყველაფერი. დარღვეული ბიოქიმიური რეაქციები უნდა აღდგეს. რადგან, ისინი სამყარომ ჩადო ადამიანში და მათ მიანიჭა სიცოცხლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბეტაინის ცვლის დარეგულირების გარეშე , არასოდეს არ იქნება სრულყოფილი ბევრი რამ, განსაკუთრებით ————იმუნიტეტი, ნერვული სისტემა, გულ-სისლძარღვთა სისტემა, სისხლი და კუჭ-ნაწლავი. არასოდეს გაუმჯობესდება ქრონიკული დაავადებით დაავადებული და კუჭი მუდამ სავსე ექნება უსარგებლო მედიკამენტებით.
ახლა უკვე შემოდგომაა და მწნილების სეზონი დაწყო. ადრეც ვთქვი რეკომენდაციებში , კომბოსტოს მწნილის უდიდესი სარგებლობის შესახებ. რომლის დამზადების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია არის. კომბოსტო კარგად გარეცხეთ, რადგან მიწაში ნამყოფია. მწნილი ყველა წესით დაცვით გააკეთეთ. მიკრობები თვალით უხილავი არიან. უ ——- ვიტამინი რომელზეც ადრე გესაუბრეთ და ზოგს ჰგონია რ ომ ძირითადად, კომბოსტოშია, სწორი ა რ არის. ის მეტად ჭარხალშია. უ ვიტამინი ბეტაინის ცვლის საფუნქციონირო, აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტია. ის ყველაზე მეტია კომბოსტოს მწნილის წითელ წვენში. წითელი წვენი კი ჭარხლის ზემოქმედებით მიიღება. უ ვიტამინის გარეშე კუჭ-ნაწლავი პარალიზებულია , რადგან ვერ მუშაობს ბეტაინის ცვლა. ამიტომ არის კომბსტოს მწნილის წითელი წვენი ,ნუტრიციოლოგიაში, კიბოს პროფილაქტიკურ ჩამონათვალში შეტანილი. ისპანახზე ბევრჯერ მისაუბრია. ისიც გითხარით რეკომენდაციებში, რომ მისი ხელმეორედ გაცხელება ორგანიზმისთვის ტოქსიკურია. სამწუხაროდ, საცხობებში ისპანახიანი ღვეზელები გამოჩნდა. ის პანახი ექვემდებარება მხოლოდ ერთ მოხარშვას. ღვეზელში, მითუმეტეს გაცხელებულში, ბეტაინი იშლება და მომწამლავი ხდება. ბეტაინის ცვლის დარღვევის დროს ,ბუნებრივია, საკვები ორგანიზმში სათანადოდ ვერ ნაწევრდება. შაკიკის შეტევის დროს , ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ესეც არის. ბეტაინის ნაკლებობისგან დათრგუნული ფერმენტ გასტრინის ცვლა ირღვევ ა და მისი დამზიანებელი ზემოქმედება ხდება ტვინის იმ უჯრედებზე , რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ნერვული ქსოვლები აინერვირებენ. შედეგად წარმოიქნნება ყველაზე სწრაფი მიკროთრომბი—- პარადოქსული ემბოლა, რომელიც თავის ყველაზე სუსტ სისძლძარღვში გაეჭედება და შაკიკის ტკივილებს იწვევს. ქრონიკული დიარეის დროს ან კუჭ-ნაწლავის პერიოდული არამყარი მოქმედების დროს ან სეროტონინის სინდრომის შეტევითი მცირე აშლილობების დროს ,ბეტაინის ცვლა ჩამკვდარია. არტერიები ვენები, სისხლძარღვები და საერთოდ ორგანიზმი არასოდეს არ გაიწმინდება საფუძვლიად ბოლომდე, თუ ბეტაინის ცვლა არ აღდგება. რომელიმე ორი ურთულესი დაავადება კარდინალურად რომ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან , მსგავსება მაინც ექნებათ -ბეტაინის ცვლის მოშლაში.
ჭარხლის ბევრი სახეობაა და ყველას სხავადასხვა დაავადება უჩნდება. ამიტომ, ყოველთვის ჯანსაღი და ახალი პროდუქტი იყიდეთ. მცირე რაოდენობით ჭარხალი აუცილებლად დანერგეთ კვებაში. ის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობს. რაც დამტკიცებულია მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოკვლევებით. უამრავი ი სამედიცინო ფილმები გადის . ხედავთ სტაციონარული დახმარების დროს, ქიმიური მედიკამენტებია-და ბუნებრივია , მწვავე შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მათ მწვავე მდგომარეობდან გამოყავთ პაციენტები. მაგრამ სულ სხვაა ქრონიკული მძიმე დაავადებების მორჩენა. ეს ურთულესი პროცესია. მწვავე მდგომარეობაში ეს მედიკამენტები მხოლოდ მდგომარეობას აუმჯობესებენ და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვერ მუშაობენ. ადამიანის გაჯანმრთელება და სიცოცხლის გახაგრძლივება , მხოლოდ მისი დარღვეული ბიოქიმიური რეაქციებით ხდება. მათ შორის სასიცოცხლოა ბეტაინის ცვლის აღდგენა. თუ ეს ვერა, მაშინ ჭარხალი მცირე რაოდენობით აუცილებლად დანერგეთ კვებაში . ეს სასიცოცხლოა. ისპანახსაც ნუ აუვლით გვერდს. მაგრამ ჭარხალი უფრო ადვილად შესათვისებელია . ისპანახის ძალიან ხშირად გამოყენება არ შეიძლება. ხორბლის ქატოს ბუმის , ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. თანამედროვე ადამიანებს არასწორი და არაჯანსაღი კვება აქვთ და ამის გამო მცირე ნაწლავური ანთებები ძალიან ხშირია. შესაბამისად, ქატოს უხეში კონსისტენცია ნაწლავის უჯრედების დამზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრისთვის. როგორც ბრძენი იტყოდა -ყველაფერი საშინელი, უცოდინარობიდან მოდის. ყველაზე მეტად ეს ფრაზა მედიცინას მიესადაგება. მითუმეტეს ჩვენთან, სადაც ყველა ექიმობს——-დიპლომიანი, ნაყიდდიპლომიანი არაექიმიც და უცებ ექიმიც. ადამიანი სიცოცხლეს ბუნებისგან იღებს. ამინომჟავები ,რომლებშიც სამყაროდან ჩაწერილია ადამიანის მთელი ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე, მეცნიერების მიერ ძირითადად ხილისგან და ბოსტნეულისგან არიან მიღებული და მათშია აღმოჩენილი. ამიტომ ნატურალიზმი სასიცოცხლოა , ხოლო ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. რადგან საკვებიც წამალია. ფიზიოლოგიის დარგი ასაბუთებს, რომ ერთი კოვზი მურაბა ან ერთი ლუკმა სხვა საკვები რომ ჩაიყლაპება, მთელი კრებსის ფიზიოლოგიური ციკლი, რომელიც მილიონობით რეაქციებს მოიცავს——უცებ უკუღმა დატრიალდება და ღვიძლი, როგორც იტყვიან ხელებს დაიკაპიწებს ,რომ სასარგებლო აიღოს ,მავნე კი გარეთ გამოაძევოს . შედეგად , კრესბის ციკლის მილიონობით რეაქცია, ცდილობს მწყობრში ჩადგეს. ქართველებში სტატისტიკურად იმიტომ არის კუჭ-ნაწლავის , გულის და ღვიძლის ამდენი დაავადება, რომ ბევრი ჭამა———— სტილია. ასევე ჩქარი ჭამა, ბოლომდე დაუქუცმაცებელი ლუკმებით. რაც განაჩენია კუჭ-ნაწლავისთვის. ბეტაინი ნორმაშიც რომ იყოს , დიდი ლუკმების დროს, მისი ფიზიოლოგიური მოხმარებაც ვერ ხდება . დიაბეტის დროს, შაქარს მაღლა , მარტო შაქრის შემცველი საკვები კი არ აწევს. არამედ, თუნდაც, დიაბეტური საკვების ბევრი ჭამაც. ცხოვრებაში შენი ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული——— რას შეჭამ და რამდენს. რეკომენდაციებში ადრე რამდენიმეჯერ ავღნიშნე და უკვე მსოფლიო მედიცინის ყველაზე მაღალი სტანდარტებით დამტკიცდა ევროპასა და ამერიკაში და იქ ——- პრიორიტეტული ექიმები ხშირად წერენ და მიუთითებენ ამაზე ———– ადამიანები, რომლებმაც ბარიატრიული ოპერაციები გაიკეთეს და წონაში დაიკლეს, მათი დარღვეული ფიზიოლოგია ,ყველა მოშლილი ბიოქიმური რეაქციებით იგივე დარჩა მათ ორგანიზმებში. მითუმეტეს, იგივე დარჩა ბეტაინის მოშლილი ცვლა. ყველა ცნობილი სპეციალისტი ევროპაში და ამერიკაში აღნიშნავს, ძლიერი ქირურგების მიერ წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შედეგი——— მხოლოდ ვიზუალურად ფოტოგრაფიულია. ასევე, ზუსტად ამას ამბობს ჰაუსი, შესაბამის ფილმში. ამიტომ გაიკეთებ ოპერაციას თუ არა , ორივე შემთხვევაში, სწორი ,ულტრათანამედროვე თერაპიული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს , დარღვეული ბიოქიმიის გამოსასწორებლად და დიდხანს სიცოცხლისათვის.
ექიმი მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share