ლევან წულაძის მეუღლე, მსახიობი მანანა კოზაკოვა, სოციალურ ქსელში ქართულ და რუსულ ენებზე მიმართვას ავრცელებს და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს:
„მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი და-ძმის ყველანაირ იზოლაციას (ეკონომიკურ, მორალურ, მთელი მსოფლიოსგან ზიზღს), ვარ უკრაინელ ხალხთან. იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოკიდებულება, მცოცავი ოკუპაცია და ა.შ. მე ვარ მანანა კოზაკოვა და მაშასადამე, ქართველი” – წერს მანანა კოზაკოვა.