“აუ ახლა ხარკოვთან, ტანკზე ამხედრებული ვყოფილიყავი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრას ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა უკრაინა სამყაროს ცვლის.
“აუ ახლა ხარკოვთან, ტანკზე ამხედრებული ვყოფილიყავი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, . უკრაინა ცვლის სამყაროს. დაახლოებით სტალინგრადი როგორი გარდამტეხიც იყო, რა დრო და სისხლიც დასჭირდა დაახლოებით ესე იქნება. ინიციატივა გადავიდა უკრაინის ხელში აქამდე უკრაინა თავდაცვით პოზიციაში იყო და ელოდა რუსეთის დარტყმას, და სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. უკრაინამ უნიკალური რამ შექმნა და კონცენტრაცია მოახდინა” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.