რუსი ოკუპანტები მელიტოპოლიდან ოკუპირებული ყირიმისკენ გარბიან, – ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დამპყრობლები მელიტოპოლიდან გაიქცნენ დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ. ჩონგარის საგუშაგოზე უკვე დამაგრებულია სამხედრო ტექნიკის სვეტები. ეს მოსალოდნელი იყო – უკრაინის სწრაფი შეტევა მათ შანსს არ უტოვებს”, – წერს ფედოროვი
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, იმისთვის რომ ოკუპანტებმა მოპარული საქონელი ზაპოროჟიეს ოლქიდან გამოიტანონ, სამოქალაქო მანქანებს იპარავენ.