ერთადერთი წარმატება, რაც ოპოზიციამ ბოლო წლებში მოიპოვა, მოჰყვა შალვას ფანჩატურს. რატომ? იმიტომ რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური ძალა, რომელთაც ერთი მიზანი გვქონდა, დავსხედით ერთად და გამარჯვება მოვიპოვეთ _ ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“თუ ოპოზიცია, ისე გავიბითურებთ თავს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტს ხვალ არჩევნები დანიშნოს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერაფერს იზამს და ნამდვილად მოიგებს ივანიშვილი, შეიძლება 80%-ით, მაგრამ, რაც ნიკა მელიამ თქვა, თუ ოპოზიცია მოიპოვებს არჩევნებს, მათ შორის, ქუჩის აქციებით, მშვიდობიანით, სწორი გზავნილებით, ერთიანობით, იმიტომ რომ თუ ყველა ოპოზიციური პარტია… აი მაგალითად შალვა ნათელაშვილთან, აბსოლუტურად განსხვავებული პარტიები ვისხედით, დაპირისპირებულები, მაგრამ ერთადერთი წარმატება, რაც ოპოზიციამ ბოლო წლებში მოიპოვა, მოჰყვა შალვას ფანჩატურს. 8 მარტის შეთანხმება. რატომ? იმიტომ რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური ძალა, რომელთაც ერთი მიზანი გვქონდა, დავსხედით ერთად და გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს არის კლასიკური მაგალითი, ნიმუში, ფორმულა, რომ ვისაც ერთი მიზანი გაქვთ, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოთ, ამ წუთში უნდა დასხდეთ ერთად. დალოცვილებო, მერე ხომ არჩევნები ინიშნება და მერე შევეჯიბროთ ერთმანეთს, მერე გავაკრიტიკოთ ერთმანეთი და მერე ხალხი გადაწყვეტს ვინ აირჩიოს” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.