რუსებმა ლუგანსკის ოლქში მობილური ინტერნეტი გათიშეს – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად რუსებმა ოლქში მობილური ინტერნეტი გათიშეს. მისი თქმით, ოკუპანტები აგრძელებენ ნაძარცვის გატანას რუსეთის ფედერაციისკენ.

“ლუგანსკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თითქოს რეგიონის, ან, როგორც ამბობენ, „რესპუბლიკების“ ტერიტორიაზე საშიში არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, რეგიონში მობილური ინტერნეტი გამორთულია.

როგორც ადგილობრივი ოპერატორი განმარტავს, ეს არის საოკუპაციო ხელისუფლების ბრძანება – უზრუნველყონ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ადრე ამ საკითხებზე აქცენტს არ აკეთებდნენ”, – ამბობს გაიდაი.

მისივე თქმით, საგუშაგოებზე რიგები, დღეებია არ მცირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share