ფასის განსხვავების მიუხედავად, ხარისხი ყველა ბენზინგასამართზე იგივეა – კონკურენციის სააგენტო

ქვეყანაში დიდ და პატარა ბენზინგასამართ სადგურებზე განსხვავებული ფასების მიუხედავად, საწვავის ხარისხი იდენტურია -ამის შესახებ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ ~ “მედიაცენტრ მთავარში” თქვა, განაცხადა.

მისი თქმით განსხვავება ზოგ შემთხვევაში 70 თეთრიც კი არის ხოლმე.

“აქ საინტერესო ის არის, რომ ერთი და იმავე ტიპის საწვავზე, – მაგალითად რეგულარი რომ ავიღოთ, – დაახლოებით 30-დან 70 თეთრამდე იაფია საწვავი მცირე ქსელებზე. ეს გამოწვეულია ამ მცირე კომპანიების უფრო მეტი მოქნილობით. საოპერაციო ხარჯები, ცხადია განსხვავება მცირე და დიდ კომპანიებს შორის, თუმცა ამხელა სხვაობა, როცა ერთი და იგივე ტიპის, ერთი და იგივე ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავია, შეიძლება მომხმარებლის გაკვირვებას იწვევდეს. მომხმარებელს შეუძლია მცირე ქსელებში ჩაასხას და პრაქტიკულად იგივე ხარისხის საწვავს მიიღებს.

მცირე ქსელებს მოვუწოდებთ გაზარდონ მომხმარებელში ნდობა, რადგან არის აღქმა, რომ რადგან იაფია საწვავი პრობლემაა ჩასხმის სიზუსტესთან და ხარისხთან დაკავშირებით. შეიძლება სადღაც ეგ პრობლემა არის, მაგრამ ბევრ კომპანიაში ნამდვილად არა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ხუთ დიდ კომპანიას, რომელშიც “რომპეტროლი”, “ვისოლი”, “გალფი”, “ლუკოილი” და “გალფი” იგულისხმება, ბაზრის 60 პროცენტი უკავიათ, მცირე მოთამაშეებს კი დარჩენილი 40 პროცენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share