შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში თავშესაფრის მიღების მოთხოვნაზე მიმართვა გაიზარდა. აღნიშნული განაცხადება ალექსანდრე დარახველიძემ ორიოდე დღის წინ გააკეთა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია საქართველოში თავშესაფრის მაჩვენებელთა სტატისტიკა და რომელი ქვეყნიდან არის მოთხოვნა მაღალი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 804 იყო. ეს კი გასული მთლიანი წლის მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, გასულ 2021 წელს ჯამში, 743 განაცხადი იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი – 368 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.
ტოპ-4 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებმაც 2022 წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში თავშესაფარი ითხოვეს, ასე გამოიყურება:
- უკრაინა – 368 მოქალაქე;
- რუსეთი – 54 მოქალაქე;
- თურქეთი – 96 მოქალაქე;
- ირანი – 79 მოქალაქე.