თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. მას მიხეილ სააკაშილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრება, შესაბამისად პროცესი, სავარაუდოდ, გადაიდება.
დღესვე საქალაქო სასამართლოში ე.წ ბადრაგის ინციდენტთან დაკავშირებით, სხდომაა ჩანიშნული. პროცესზე მიხეილ საააკაშილის ადვოკატი დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხება.
შოთა თუთბერიძის მტკიცებით, მას მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ბადრაგის თანამშრომელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობას თუთბერიძე უნდობლობას უცხადებს.
“სასამართლო მომდინარეობს მკაფიოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ რეჟიმში და არავითარი ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური დაკვეთა ან შეიცვლება ან სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდება, ამ ეტაპამდე არ გვაქვს. ბოლო ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პროცესში ვერ ჩაერთვება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სხდომა გადაიდოს.
ასევე იმართება სასამართლო პროცესი იმ ბადრაგის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძიების ნაწილში ვფიქრობ, რომ ეს არის ბუტაფორიული გამოძიება, რომელსაც არავითარი ეფექტი არ ჰქონია. ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა ამ დანაშაულის მიჩქმალვას”,- ამბობს შოთა თუთბერიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი “7 ნოემბრის ეპიზოდზე” პირველ საათზეა ჩანიშნული.