ფორმულანიუსის ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი ორის მფლობელი, ქიბარ ხალვაში აღარ იქნება, ტელევიზიას ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ყიდულობს. რუსთავი ორის დირექტორის თანამდებობაზე კი პაატა სალიას, იმნაიშვილი ჩაანაცვლებს.
ტელეკომპანიაში დაგეგმილ ცვლილებებს არხის დირექტორი არ ადასტურებს. პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშთან საუბარი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია არ გაუგია: “ბატონ ქიბართან მქონდა დაახლოებით ერთი კვირის წინ საუბარი, მსგავსი რამე არ გამიგია. ჯერჯერობით აქ ვარ ცვლილებაც არ იგეგმება, რამდენადაც ვიცი”,-ამბობს პაატა სალია. ცვლილებები იგეგმება ტელეკომპანია იმედშიც. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ არხის მმართველი რგოლი ტელეკომპანიის მფლობელის, ირაკლი რუხაძის გუნდით კომპლექტება. ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ფორმულას ინფორმაციით, არხის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, პირველი არხიდან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებს.