მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით მოხდა” – ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და აქტივობას:
„მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით შევსებასა და აშშ-სა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით, მის ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებების ჩატარებით”.
მისი თქმით, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებისა და მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში, არამედ “სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში”.
„საქართველოს „არსებითი დახმარების“ მხარდამჭერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად“, – დასძინა მან.მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ 9 სექტემბერს დასრულდა.