“ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას გამოვაცხადებდი და ნებისმიერ იარაღს გამოვიყენებდი” – კადიროვი

ჩემი ნება რომ იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას გამოვაცხადებდი, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ იარაღს გამოიყენებდა.

“დიახ, ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადებდი საომარ მდგომარეობას და გამოვიყენებდი ნებისმიერ იარაღს, რადგან დღეს ჩვენ ომში ვართ მთელ ნატოს ბლოკთან. ჩემი პირადი აზრია. მე ამას ვამბობ არა როგორც რესპუბლიკის მეთაური, არამედ როგორც მოქალაქე, პატრიოტი და მოხალისე, რომელიც ეხმარება ჩვენს ბიჭებს, თუმცა მსგავს ბრძანებას არავინ არ აძლევს”, – აცხადებს კადიროვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share