ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სომხეთის პრეზიდენტის შესახებ წერს.
„მიუხედავად ყველაფრისა, სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი წარმატებული პრეზიდენტი მგონია. რეალურად, მან გაათავისუფლა სომხეთი ფუჭი და ილუზიური წარმოდგენებისგან. უბრალოდ, ხალხი ყოველთვის ტკივილით იგებს გასაგებს და ეს დაჯდა სისხლად. ბედისწერულად მას მოუწია უდიდესი ტვირთის აღება და მან აიღო ეს ტვირთი.
თუ სომხეთი აღმოჩნდება მზად, დაიწყებს ამ წერტილიდან განვითარებას – რუსეთის გარეშე.
ჩვენ – ჩვენი ვიდარდოთ. თუ გვინდა რუსეთის გარეშე, თუ გვინდა არ გავიხრწნათ და ისტორიას არ ჩავბარდეთ, მაშინ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქცია – გავუშვათ“, – წერს რამაზ გიგაური „ფეისბუქზე“.