პოლიცია, ჯარი და ახლა უკვე სასამართლო. ,,ქართული ოცნების” დანაშაულებრივი სისტემის შესახებ ,,ტვ პირველთან” ამჟერად ყოფილი მოსამართლეები საუბრობენ, რომლებმაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხელი არ მოაწერეს და კლანმა ისინი დასაჯა.
სასამართლო კლანის სისტემას ემიგრაციიდან ამხელს მოსამართლე, ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების პოლიტიკურ ერთგულებას არ დასთანხმდა. ანა ღელეყვას მურუსიძემ პირდაპირ უთხრა, რომ მხოლოდ ამის გამო სჯიდნენ.
ანა ღელეყვა ჰყვება, რა ტერორის ქვეშ არიან მოქმედი მოსამართლეები, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დაემორჩილებიან
კლანის პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არ აპატიეს ბესო ალავიძესაც, რომელიც წარსულში არაერთი გახმაურებელი საქმის მსაჯული იყო, მათ შორის, ,,რუსთავი 2″-ის საქმეცაა.
,,ქართულ ოცნებას” და მისი სასამართლო კლანს მოსამართლეების მორჩილების ნიშნით დანიშვნაში ამხელს ნათია ქუთათელაძეც, რომელიც იძულებული გახდა, ამერიკაში წასულიყო და ქართველ ემიგრანტთა ჯარს შეერთებოდა.
ტვ პირველი