ექთნები ქვეყნიდან მიდიან – კლინიკებში მედდების დეფიციტია

კლინიკებში განგაშია, სამედიცინო დაწესებულებებს  პერსონალი მასობრივად ტოვებს.

ექთნები და ექიმები პროფესიასთან ერთად ქვეყნასაც ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან.

სამედიცინო კლინიკების ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში ახლა ექთნების კრიტიკული დეფიციტია, მიზეზი კი  სოციალური პირობები, არაადამინური შრომა და მიზერული ხელფასია.

ხშირ შემთხვაში მათ მუშაობა დღეების განმავლობაში უწყვეტად უწევთ, ანაზღაურება კი შეუსაბამოა, ამიტომ, გამოსავალს ისინი ჯერ სამსახურის, შემედგ კი ქვეყნის დატოვებაში ხედავენ.

მონაცემები იმდენად საგანგაშოა რომ კლინიკებში არსებული კადრების დეფიციტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაშიც კი მოხვდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მწვავე ანგარიშს ადასტურებენ საქართველოშ მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები, რომელბიც ამბობენ, რომ ქევყანაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე საქართველოს კლინიკებში არსებულს ძალიან დაბალი ანაზღაურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი კლინიკიდან 5 ექთანი გერმანიაში მიდის სამუშაოდ.

„ანაზღაურება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველა კლინიკისთვის ძირითადი დაფინანსების წყარო არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საიდანაც ძალიან დიდი ხანია ტარიფები საერთოდ არ შეცვლილა. 5-მდე ექთანი, რომლებმაც ჩააბარეს რაღაცა გამოცდები, მიდიან გერმანიაში ექთნებად სამუშაოდ. ბევრი ანებეს მუშაობას ტავს და მიდის, იმიტომ რომ ანაზღაურებაში რომ ვერ წარმოიდგენთ იმხელა სხვაობაა“. – ამბობს არჩილ ჩუხრუკიძე

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share