პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„არ არის, ვერ არის ადამიანი ლიდერი და რა გინდა რომ ჰქნას?! ეს ხომ ყველას არ შეუძლია?! ვფიქრობ საწყენიც არ უნდა იყოს…… ასეთ მძიმე ურთულეს ბრძოლაში, წარმოიდგინეთ კობახიძე მდინარაძე “ოთხეული” და სხვ. რომ არის ერთ მხარეს და აქეთ საპირწონედ მელია, რომელიც ახლა ზის და საკუთარი პარტიის სიის არამდგრადობას აკრიტიკებს და იქვე სადღაც მიცუცქული ბურჯანაძე – პრიმაკოვის ფონდიდან (იქნებ ვინმემ რამე გადაუგდოს- გააცოცხლოს ) და არა მხოლოდ, სხვა რუსული ფონდების ხარჯზე. ახლა წარმოიდგინეთ ხალხი რა დღეშია აი ამ ყველაფერს რომ უყურებს და უსმენს?! აი მართლა, როგორც მამაჩემის ცნობილი ხუმრობა: “ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო”?!
ახლა დედას გეფიცებით ვუყურებდი ტვ ეთერს და ხალხი და (გარკვეულად ზოგიერთი ოპოზიციიდან, ოპოზიციაც შემეცოდა ბევრი კარგი ადამიანია მერწმუნეთ) აი ამ ზემოთ დასახელებულთა ფონზე….
და ამ დროს სააკაშვილი რუსეთის ტყვეა ციხეში, აი ის სააკაშვილი მის დაფუძნებულ პარტიაში თავმჯდომარედ მისული ნიკა მელია რომ ამბობს, რომ ციხეში მყოფ პრეზიდენტზე “მიშა ჩემი მეგობარი არ არის და ვერც იქნება მომავალშიო”. (ჩემმა ქმარმა გაოცებულმა მითხრა ხუმრობანარევად: “კაცო რომ არ იყოს მეგობარი უნდა მოიგონო ციხეში მყოფ კაცზე და თქვა რომ არის მეგობარიო” ) ვაახ არაფერი გაგიკვირდესო ბევრჯერ უთქვამთ, არა არც მიკვირს აღარაფერი, ერთის გარდა, რანაირად შეუძლიათ?! რა ვიცი აბა?! მოკლედ ასეა: პოლიტიკური კლასი არა და “ღალატის”კლასი – უმაღლესია!!!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.