საქართველოში სავარაუდოდ ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება – შეზღუდვები ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანას შეეხება.
სოფლის მეურნეობის სამინიტრო ცვლილებაზე უკვე მუშაობს და ინიციატივით პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს. მისი დამტკიცების შემთხვევაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტების მანქანების შემოყვანა საქართველოში აიკრძალება.
,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში” პროგნოზირებენ, რომ ამ ცვლილების შედეგად ავტოინდუსტრიის სფეროში დასაქმებულები უკიდურესად დაზარალდებიან
ექსპორტში მეორე ადგილზე ვიყავით, გადავინაცვლეთ მესამეზე. თუმცა, პირველ ხუთეულში ვართ ავტოიმპორტის თვალსაზრისით. ჩვენთან მანქანების უმეტესობა არის 2013 წლის ქვემოთ, განსაკუთრებით ტქაქსები.
მესმის, რომ ეს ეკოლოგიაა, მაგრამ სხვა დანარჩენი ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს ურტყამს.
მოვითხოვთ სოფლის მეურნეობისგან პასუხს, ვის ეკონტაქტნენ, რა კვლევის საფუძველზე მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება? – ამბობს ალექსანდრე ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.