საქართველოს 16 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო

საქართველოს მთელი მასშტაბით ყველგან დღეს ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო, თუმცა 16 სკოლა მოსწავლეთა მიღებას ვერ ახერხებს, რის გამოც 10 ათასამდე ბავშვი იძულებულია, ონლაინ რეჟიმში ისწავლოს.

ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება, სადაც დღეს სწავლა ვერ განახლდა, ნორიოს საშუალო სკოლაა.  უკვე სამი წელია, მოსწავლეები სასწავლებლის კარის გაღებას უშედეგოდ ელოდებიან. ნორიოს სკოლის რეაბილიტაციისთის განათლების სამინისტრომ  4 მილიონ 500 ათასი ლარი გამოჰყო. აქედან 2 მილიონი არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე გაფლანგა. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია.

მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, რადგან კითხვებზე პასუხი სასწავლებლის დირექციისგან ვერ მიიღეს, თუმცა, უშედეგოდ – ადგილობრივმა მუნიიციპალიტეტმა წინა წლების მსგავსად, კვლავ გამგეობაში, ბაგა-ბაღსა და სხვა სოფლებში სწავლა შესთავაზა.

ნორიოს სკოლა ერთადერთი არ არის, სადაც დღეს სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო ჩავარდა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share