ევროპელი ლიდრების ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ პესრპექტივას მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშივლი იმედის მომცემს უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს, რომ ქვყანამ და ქართველმა ხალხმა როგორმე კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
გერმანიის კანცლერმა, ოლეფ შულცმა ევროკომისიის რეკომენდაციებისა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები მნიშვნელორვანია, მაგრამ ამას სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევა. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კი საქართველოს დახმარება აღუთქვა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, უკრაინელმა, მოლდოველმა და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია და რომ მათი მომავალი ევროპის კავშირშია.
ევროპის ლიდრების შეგონებები ერთობლივ თანაშრომლობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარად წაიკითხა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. “ოცნებაში” აცხადებენ, რომ ევროპელმა ლირებემა კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი და მათი ინტერესის საგანია საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია.
„არ ვიცი რამდენი განცხადება დასჭირდება რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. ისინი პირდაპირ არიან დაინტერსებული საბოტაჟით და იმით, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”, – აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ოპოზიციცია კი ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მათ არ სურთ შეასრულონ 12 რეკომენდაცია.
„ოროსანს რომ კარნახობ და ეხმარები კლასში რომ არ ჩარჩეს, ასე კარნახობს და ეხმარება ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“, რომ ქვეყანამ და ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა რეკომენდაციების შესრულება, ასევე ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ჯიჯგნიან და არ უნდა, რომ ქართველი ხალხი საჯიჯგნად მიუგდოს. ამიტომ იძულებულია ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი.
„საქართველოს ნამდვილი დედა არის ევროკავშირი და არა „ქართული ოცნება“, ეხმარება ქვეყანას და ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსიის მიღებაში“, – განაცხდა პაატა ზაქარეიშვილმა.
რეზონანსი