პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება-სერგეენკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება.

„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეეხება ახალ სახეეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share