თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, „ოცნებას“ რუსეთი მსვერპლად გამოჰყავს და არა მოძალადედ.
უგულავას თქმით, ეს ბიძინა ივანშვილის და ეფესბეშნიკების მოგონილი ნარატივია.
– ყურით მოთრეული, მოგონილი, ივანიშვილის და ეფესბეშნიკების ნარატივი. ხომ კარგად დავინახეთ, ვინ აიტაცა ეს. აიტაცეს რუსებმა, რომ თითქოს მეორე ფრონტი საქართველოში ვიღაცამ უნდა გახსნას. საბოლოო ჯამში, ეს ნარატივი მიდის იქამდე, რომ რუსეთი არის მსხვერპლი და არა მოძალადე, – ამბობს უგულავა.