მოქალაქეთა 56% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, ჩვენ კი დაჟინებით მოვუწოდებთ მათ არჩევნებზე წავიდნენ, არ დავცინით მათ?-ვახუშტი მენაბდე

ახალი კვლევის მიხედვით მოქალაქეთა 56% (ხოლო ახალგაზრდების 65%) მიიჩნევს, რომ მათ ინტერესს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენ კი დაჟინებით მოვუწოდებთ მათ არჩევნებზე წავიდნენ. როგორ ფიქრობთ როცა ამას ვაკეთებთ არ დავცინით მათ?
ნუთუ ფიქრობთ რომ ეს გოუ აუთ კამპანიები, “ხმის მიცემა ასწორებს”, “ნუ დარჩები სახლში” და “ათასრვაას რომელიღაც წელს ნიუ-იორკში ტბორი დაშრობას ერთმა ხმამ გადაარჩინა” სერიოზულად აღიქმება იმ ხალხის მიერ რომელიც თავს პოლიტიკური ელიტისგან მიტოვებულად თვლის?
ხომ არ სჯობს ეს ენერგია იმაში ჩაიდოს პოლიტიკური პარტიები ვაიძულოთ გახდნენ ამომრჩევზე ორიენტირებული? იქნებ ამის მერე ხალხმა თავისთავად დაიწყოს არჩევნებზე სიარული.” – წერს ვახუშტი მენაბდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share