“ზემოდან გველაპარაკება” – სუბარი კელი დეგნანზე

„…კელი დეგნანი არ იყო გულწრფელი, არ ამბობდა სიმართლეს, თავს არიდებდა პასუხებს ან გადმოდიოდა შეურაცხყოფებზე და ეს არ არის კარგი საქციელი ელჩისთვის ზოგადად და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩისთვის. ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და თან იქ იყენებდა იმ ორმაგ სტანდარტს, სადაც ავლენდა თავის არცთუ კეთილგანწყობას საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. მისი თქმით, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ბატონი კინზინგერი მოუწოდებს უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლებს, რომ ჩადით საქართველოში და ეს პრორუსი ხელისუფლება გაყარეთ იქიდან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება კონგრესის წევრის და თურმე, ეს მისი საქმე არ არის; მაგრამ, როდესაც ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები ვუსვამთ კითხვებს ქალბატონ კელი დეგნანს, თურმე ეს არის პრორუსული დეზინფორმაცია. სინამდვილეში, ვინც რუსულ საქმეს აკეთებს და ვინც პრორუსულ ინფორმაციას ემსახურება საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტების შემოტანა, როდესაც მეგობარი სახელმწიფოს ელჩი გვიყურებს არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის წევრებს, არამედ გველაპარაკება ზემოდან და ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე გადმოდის“

– თქვა “ქართული ოცნებისგან” “განდგომილმა” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის განცხადების პასუხად. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share